საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ლავალს“0 შეხვდა. ჟირონდელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა, 70-ე წუთზე „ბორდომ“ მაინც მოხერხა გამარჯვების გოლი გატანა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების შემტევს მიუძღვის, რომელმაც საჯარიმოში ქუსლურით თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა.

„ბორდომ“ 2:1 მოიგო, ზურიკო დავითაშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს.