ირანის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეს, 53 წლის ალი დაეის, სახალხო პროტესტის მხარდაჭერისთვის ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს და პასპორტი ჩამოართვეს.
დაეი აქტიურად უჭერდა მხარს ირანის ახალგაზრდა მოქალაქეს, 22 წლის გოგონა მაჰსა ამინის, რომელიც პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.დაპატიმრების შემდეგ კი გარდაიცავლა.
2004-დან 2021 წლამდე ალი დაეი ეროვნული გუნდში გატანილი გოლებით მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ (109 გოლი), თუმც შარშან მისი რეკორდი პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ გააუმჯობესა (117 გოლი).