კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ, ლისაბონში ერთერთ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი 40 წლამდე აპირებს ფეხბურთის თამაშს და თუ ის ვერ გადავა „სპორტინგში“, მისი შვილი აუცილებლად ითამაშებს ამ კლუბში. „თუ კრიშტიანუ ვერ მოახერხებს „სპორტინგში“ კარიერის დასრულებას, მისი შვილი – კრიშტიანუ-უმცროსი აუცილებლად ითამაშებს ამ კლუბში. ამას გპირდებით. ღმერთის წყალობით, ადრე თუ გვიან ეს...
დღე: სექტემბერი 30, 2022
სკალონი მესის აღმერთებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი, აღფრთოვანებულია თავისი შეგირდისა და სეხნიის, ლიონელ მესის თამაშით. „უბრალო გულშემატკივარი რომ ვიყო, მესის თამაშის სანახავად დიდ ფულს გადავიხდიდი და მის მაისურას მაინც ვიყიდდი, რომელი ქვეყნის ნაკრების წევრიც არ უნდა იყოს. არ ვიცი, დაიბადება კი ოდესმე მისი მსგავსი ფეხბურთელი. ამიტომ, ვიდრე მოედანზეა, უნდა დავტკბეთ მისი თამაშით. ხომ ხედავთ, ფედერერი წავიდა ჩოგბურთიდან,...
კროოსი მალე ხელს დაგვიქნევს
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, საფეხბურთო კარიერა, შესაძლოა, 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს. 32 წლის გერმანელმა უარი თქვა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მსოფლიო ჩემპიონს ფორმის პიკზე წასვლა და ადგილის ახალგაზრდებისთვის დათმობა სურს. კლუბმა უკვე დაიწყო კროოსის შემცვლელის ძებნა. ერთ-ერთი კანდიდატი „ფლამენგოს“ ბრაზილიელი შუახაზელი გომეშ და სილვა გახლავთ.
უეფამ რუსეთს უარი გააწნა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვიტილება, რომ ოკუპირებული ყირიმის გუნდები – სიმფეროპოლის „ტავრია“, „სევასტოპოლი“ და იალტის „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატში ჩართოს. სამივეს პირდაპირ მეორე ლიგაში დაუშვებენ. თუმც, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსების ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. „დაბეჯითებით გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას, რომელიც UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2014 წლის დეკემბერში იქნა მიღებული. რაც შეეხება ყირიმის სიტუაციას, UEFA-ს საგანგებო...
შოთამ ჰალი დატოვა
„შოთა არველაძე და პეტერ ვან დერ ვინი „ჰალ სიტის“ ტოვებენ, მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის, წარამატებები მომავალ საქმიანობში. სანაკრებო პაუზის დროს შოთას რამდენჯერმე შევხვდი. განვიხილავდით კლუბის მომავალი განვითარების გზებს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს აღარ დაემთხვა და თანამშრომლობის შეწყვეტა გადავწყვტეთ“ – ეს „ჰალ სიტის“ თურქი მფლობელის აჯუნ ილიჯალის განცხადებაა. შოთა არველაძისა და...
ვალენსიას ეპოქის იმედი ჩაესახა
„ვალენსიას” კარს ისტორიულად ისეთი ხალხი იცავდა, წლობით, მყარად რომ იდგა თავის პოზიციაზე. 1980-იანებსა და 1990-იანების დასაწყისში ეს გახლდათ ხოსე მანუელ სემპერე (ის მხოლოდ სამი წლით ჩაანაცვლა ხოსე მანუელ ოჩოტორენამ); 1990-ების შუაში სემპერეს მემკვიდრე მოევლინა — ანდონი სუბისარეტა. მოგვიანებით ბასკი სანტიაგო კანისარესმა შეცვალა, რომელიც „ღამურების” კარს 90-იანების მიწურულიდან იცავდა. მისი ადგილი ცოტა ხნით ეკავა ანდრეს პალოპს....
როგორ სძინავს ბონუჩის?
კვირას, 2 ოქტომბერს, „იუვენტუსი” „ბოლონიას” მასპინძლობს. ეს შეხვედრა „ბებერი ქალბატონისა” და იტალიის ნაკრების 35 წლის კაპიტნისთვის ლეონარდო ბონუჩისთვის ტურინელთა შემადგენლობაში 482-ე იქნება ანუ ის თამაშების რაოდენობით კლუბის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი გახდება. ბონუჩი ლეგენდარულ რობერტო ბეტეგას გაუტოლდება. — როგორ გძინავთ მნიშვნელოვანი მატჩების წინ? — ჰკითხეს კაპიტანს ჟურნალისტებმა. — გულწრფელად გეტყვით. ყოველთვის, როგორც თამაშის წინა ღამეს ასევე...
ბონეკისთვის ის კვარადონაა
ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა, უეფას ვიცე პრეზიდენტმა, „იუვენტუსისა” და „რომას” ვეტერანმა ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web Radio/Tv-ს ეთერში სერია A-ს უკვე ჩატარებულ მონაკვეთზე ილაპარაკა. ინტერვიუში ის ისეთ ანომალიასაც შეეხო, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემოდგომაზე ჩატარებაა. უპირველეს ყოვლისა ბონეკმა ლიდერი „ნაპოლი” შეაქო. მან „აძურის” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. „გასულ ზაფხულს ნეაპოლელი მეგობრები ცოტა არ იყოს შეწუხებულები იყვნენ, რადგან ბევრი ფეხბურთელი...







