გასულ ზაფხულს, როცა „რეალში“ თითქმის გადასული კილიან მბაპე ისევ პსჟ-ში დარჩა, მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა: სანამ მე აქ ვარ, მაგ ვიგინდარას ფეხი ჩვენთან არ იქნებაო. ისიც დააყოლა, „რეალთან“ მოლაპარაკებები ავანტიურულად პსჟ-ში ასტრონომიული ხელფასის დასანიშნად გამოიყენაო…
მაგრამ… გუშინ, „რეალის“ წევრების ასამბლეადან გამოსულმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ გამორიცხავს მბაპეს ერთხელაც „სამეფო კლუბში“ თამაშს.
შემდეგ დააყოლა, რომ არ ღირს იმ ფეხბურთელებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც ამჟამად გუნდში არ ირიცხებიან. ჯობს იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს მივხედოთ, რომლებიც ახლა კლუბის ღირსებისთვის იბრძვიან. მაგალითად, ფედერიკო ვალვერდეს, ვინისიუსს, ედუარდუ კამავინგას და ორელიენ ჩუამენისო.