საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი FIBA-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. აქამდე ჩვენი ნაკრები 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის შემდეგ, განახლებულ რეიტინგში, 337.4 ქულით 32-ე პოზიციაზეა, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია.

ცვლილებებია საუკეთესო ათეულშიც – სლოვენიის ნაკრებმა 2 პოზიციით უკან დაიწია, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული – აშშ, ესპანეთი და ავსტრალია. რაც შეეხება ევროპის კონტინენტს –  აქ საქართველო მე-18 ადგილზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი უახლოეს მატჩებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასათან (სტუმრად) და იტალიასთან (შინ) ჩაატარებს.

 

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, ბურთი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

წილი
წინა სტატიაცოტა ფანტაზია, ხვიჩა და ვილი
შემდეგი სტატიახვიჩა – 35 000 000!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...