საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, რის გამოც ევრობასკეტი გამოტოვა, ვარჯიში განაახლა.

ბოლონიის „ვირტუსმა“ სოციალურ ქსელში შენგელიას ვარჯიშის ფოტო გამოაქვეყნა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდი თამაშს დაახლოებით ორ თვეში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შენგელიამ ბოლონიელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. გასულ სეზონში „ვირტუსმა“ ევროთასი მოიგო და ახალი სეზონიდან ევროლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

No description available.