პოპულარული იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” აქვეყნებს მოკლე წერილს იმის შესახებ, თუ როგორ უყვართ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში და როგორ ადევნებენ თვალყურს „ნაპოლის” თამაშებს.
„დღეს საქართველოში ყველაზე მეტად „ნაპოლის” გულშემატკივრობენ. ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. ის არის ელჩი, რომელმაც მთელი ერი ენთუზიაზმით აანთო. ამ დღეებში საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ბილეთები ორიოდ საათში გაიყიდა, ხოლო კვირას, როდესაც „ნაპოლიმ” მილანში 2:1 მოიგო, ქვეყანაში ნამდვილი ზეიმი იყო.
ზუგდიდში, სამეგრელოში, რეგიონში, სადაც კვარა დაიბადა, ადგილობრივი ფავორიტი მეტაფორულად რომ ვთქვათ ხალხთა მასებს ამოძრავებს. „მილანისა” და „ნაპოლის” თამაში მოედანზე, დიდ ეკრანზე გადაიცემოდა და მას ასეულობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს. მაგრამ, ეს კიდევ რა არის: „ნაპოლის” ორივე გოლზე გულშემატკივარს ისეთი რეაქცია ჰქონდა, გეგონება ეს შეხვედრა ფუორიგროტაში (ნეაპოლის გარეუბანი, სადაც „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონი მდებარეობს) მიმდინარეობდა.
ბევრ სხვა რამესთან ერთად ამ შეხვედრაში „აძურის” პირველი გოლი კვარას აქტიურობას მოჰყვა. ის საჯარიმოში დესტმა წააქცია. თერთმეტმეტრიანი პოლიტანომ გაიტანა.
დღეს, საქართველოში 77-ე ნომრის წყალობით „ნაპოლი” ბევრს ნიშნავს, კვარაცხელია კი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. მისგან ყოველ შეხვედრაში ელოდებიან დრიბლინგს, გოლს, რაიმე განსაკუთრებულს. ახლა ქართველები ნაკრებში მისი თამაშით ახლოდან დატკბებიან, მანამ, სანამ ისევ შორიდან გულშემატკივრობაზე გადაერთვებიან.