No description available.საქართველოში ვიდეორეფერის (VAR) მოსამზადებელი პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. 11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, სამოყვარული, ასაკობრივი და რეგიონული ლიგის მატჩებზე, ვიდეორეფერის სისტემის ტესტირება მიმდინარეობს.

დასკვნითი ეტაპის ფარგლებში, VAR-ის სისტემა ჯამში 12 თამაშზე იქნება გამოყენებული. 14 და 15 სექტემბერს, სატესტო მატჩებს ფიფას პოლონელი ინსტრუქტორი, მაცეი ვიერზბოვსკი დაესწრო.

მიმდინარე ეტაპის დასრულების და ფიფასგან შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება VAR-ის თანხლებით გახდება შესაძლებელი.

საქართველოში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვის სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს, პროცესს თვალს ფიფას ინსტრუქტორები და შესაბამისი ორგანიზაციები აკვირდებიან, ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.