რამაზ სვანაძე: ბოლო მატჩების შედეგები მაკედონიასთან მარცხმა შეიწირა -  19.11.2020-ს, Sputnik საქართველოსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების მომავალ ამხანაგურ მატჩებზე ისაუბრა და ცალკე შეეხო რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლუკა გაგნიძის საკითხს:

ლუკა გაგნიძე ტრავმირებულია - „ურალის“ მწვრთნელს მისი იმედი აქვს #1TVSPORT -  1TV„ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ვცდილობთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული და საინტერესო ამხანაგური თამაში გველოდება, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან ასეთი მატჩები დაგვანახებს, რეალურად რა დონეზე ვართ, ჩანს ჩვენი რეალური ძალა და ის ნაკლოვანებები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. გუნდში გვყავს ერთი დებიუტანტი – 19 წლის გიორგი კვერნაძე, რომელსაც 19-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდებით და დაიმსახურა, რომ მივცეთ თავის გამოჩენის შანსი.

რაც შეეხება ლუკა გაგნიძის თემას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს და ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია – შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, არამარტო ლუკა, არამედ საქართველოს ნაკრების ნებისმიერი ფეხბურთელი, რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს!