სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტგალიას შეხვდება, 27-ში კი სტამბოლში თურქეთს. ამ თამაშებისთვის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრებში ერთი დებიუტანტია – „თელავის“ 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე.
მეკარეები თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).
მცველები ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).
თავდამსხმელები გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.