„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარკო როისმა ჟურნალისტებს ერლინგ ჰოლანდის შესახებ გაუზიარა აზრი.

„დაუჯერებელია, რასაც ერლინგი ახლა „სიტიში“ აკეთებს. თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ გვერდითაც კარგი მეგობრები ჰყავს.

როგორ შევაჩეროთ? კარგი კითხვაა. ეს ძალიან რთულია. ერთ-ერთი გასაღები ის არის, რომ სწრაფად იაზროვნოთ და ერთი წამით დაასწროთ, წინასწარ მიუხვდეთ განზრახვას. 90 წუთის განმავლობაში თვალი არ უნდა მოაშოროთ. ან იმის იმედი გქონდეთ, რომ კონკრეტულ მომენტში მისი დღე არ არის“, – ამბობს როისი, რომელის „დორტმუნდსაც“ ერლინგ ჰოლანდმა საჩემპიონთალიგო შეხვედრაში მეორე გოლი გაუტანა და „სიტის“ მისსავე ყოფილ გუნდთან მოაგებინა…

Blossoming partnership - Global Times