„ჩელსის“ ახალმა თანამფლობელმა, ტოდ ბოულიმ, საზოგადოებას პრემიერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატარება შესთავაზა.
„ადამიანები მეკითხებიან, რატომ არ აქვს პრემიერლიგის ზოგიერთ კლუბს ფული. მე კი გამოსავალს გეტყვით. ახლახან MLB-მ (ბეისბოლის მთავარი ლიგა) ყველა ვარსკვლავის მატჩი ჩაატარა და ორ დღეში 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
შეგვიძლია პრემიელიგის ყველა ვარსკვლავის შეხვედრაც გავმართოთ – ჩრდილოეთი სამხრეთის წინააღმდეგ. ესეც ლიგის ფინანსირების ერთ-ერთი მეთოდი“, – ამბობს 48 წლის ბოული.