„ბაიერნის” ვარსკვლავს თომას მიულერს ყოფილ თანაგუნდელ და პარტნიორ რობერტ ლევანდოვსკისთან დაპირისპირება არ აშინებს. პოლონელი ლევანდოვსკი რვა წლის განმავლობაში თამაშობდა „რეკორდმაისტერში” და მიულერთან ერთად უდიდესი ჯილდოები, მათ შშორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გასულ ზაფხულს კი „ბარსელონაში” „გაიქცა”. დღეს ლევანდოვსკი „ალიანც არენაზე” მეტოქის რანგში ბრუნდება. „ბარსელონა”, „ბაიერნი”, „ინტერი” და „პლზენი” წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში შეყარა.

პოლონელის დანაკლისი მიულერსა და მის თანაგუნდელებს  სენეგალელმა სადიო მანემ არ შეუმსუბუქა. ის ბავარიაში „ლივერპულიდან” ამ ზაფხულს გადავიდა და 6 ტურში 3 გოლი გაიტანა.

„მანე მეხუმრა, ფრთხილად იყავი პასი მექანიკურად ლევანდოვსკის არ მისცეო, — თქვა „მარკასთან” ინტერვიუში ლევანდოვსკიმ, — „ბარსელონასთან” ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და ლევის გადაჭარბებულ ყურადღებას არ დავუთმობთ”.

September 2022, Munich: Soccer: Champions League, FC Barcelona, arrival team hotel. Robert Lewandowski of FC Barcelona arrives. Photo: Mladen...