Russell Teibert of the Vancouver Whitecaps FC and Lorenzo Insigne of Toronto FC fight for the ball during the Canadian Championship Final between...ლორენცო ინსინიე 31 წლის იტალიელი გარემარბია, რომელიც MLS-ში, კერძოდ „ტორონტოში” თამაშობს. გარდა იმისა, რომ ინსინიე ევროპის 2020 წლის ჩემპიონია, ქართველი გულშემატკივრისთვის იმითაც არის ცნობილი, რომ „ნაპოლიმ” გასულ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია მის შემცვლელად მიიყვანა და ვინაიდან კვარაცხელიას სერია A-ში საუცხოო სტარტი აქვს მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს.

ინსინიეს პრობლემები აქვს. „ოჯახური მდგომარების” გამო მან რამდენიმე დღის წინ ვარჯიში გამოტოვა. მეგობრის მხარში დასადგომად ვარჯიში გამოტოვეს მისმა თანამემამულეებმა და თანაგუნდელებმა დომენიკო კრიშიტომ და ფედერიკო ბერნარდესკიმაც. კრიშიტო და ბერნარდესკი ოკეანის გადაღმა ინსინიესთან ერთად გაემგზავრნენ. მანამდე კრიშიტო „ჯენოაში” თამაშობდა, ხოლო ბერნარდესკი „იუვენტუსში”.

კერძოდ რა პრობლემაზეა ლაპარაკი, კლუბი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, მაგრამ ცნობილია, რომ აგვისტოში, ნეშვილში თამაშის შემდეგ, როდესაც გუნდი თვითმფრინავში ჩაჯდა და ის-ის იყო უნდა gაფრენილიყო, ინსინიემ შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრი ცუდად არის. იმისათვის, რომ იტალიელ ვარსკვლავს შინიდან სრულყოფილი ინფორმაცია მიეღო, კლუბმა რეისი დააყოვნა. „ნაპოლის” ყოფილი კაპიტანი ამავე მიზეზის გამო ამოიღეს „ოლ სტარის” პროგრამიდან.

ლორენცო ინსინიეს ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

ინსინიემ „ტორონტოსთან” შეხვედრაში ვერ ითამაშა. კანადის გუნდმა „ატლანტასთან” 2:4 წააგო. ბერნარდესკი და კრიშშიტო მოედანზე იყვნენ.

ყურადღება მიიპყრო „ტორონტოს” მეკარემ ქვენტინ ვესტბერგმა, რომელმაც ლუის არაუხოს პენალტი აუღო და თითებით ინსინიეს ნომერი 24 გამოსახა.