თურქეთის საკალათბურთო ნაკრებს ყველასთან პრეტენზია ჰქონდა – საქართველოსთან, ორგანიზატორებთან, კალათბურთელებთან, ბიზნესთან, FIBA-სთან…

თურქების სია მრავალფეროვანია: უსაფრთხოება, თავდასხმა, კვება, ჩაგვრა როგორც დარბაზში, ასევე დარბაზს მიღმა.

შეიძლება იყოს 7 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებამათი თქმით, თურქეთი – საქართველოს მატჩისას მოედანზე შექმნილი კონფლიქტის გამო გაძევებულ ფურკან კორკმაზს ქართველი კალათბურთელები და დაცვის წევრები თავს დაესხნენ. ისინი ითხოვდნენ ინციდენტის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს, სხვა შემთხვევაში კი ევრობასკეტს დატოვებდნენ და FIBA-ს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

პრეტენზიები იყო დაცვის სამსახურთან, კორტეჟთან, სასტუმროსთან, კვებასთან – თავი ისე წარმოაჩინეს, თითქოს მშივრები იყვნენ… მატჩის ტაბლოს მომსახურე პერსონალს დროის მოპარვას ედავებოდნენ.

თურქები FIBA-ს მიანიშნებდნენ იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა –  დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაკონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ანათებდა. შემდეგ გუნდებმა ორივე ოვერტაიმის ჩათვლით კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.

სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი FIBA-მ არ დააკმაყოფილა. ევრობასკეტის ორგანიზატორმა ვერ გამოაშკარავეს იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა.

რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელებისკენ გზად დერეფანში მოხდა, ამაზე FIBA-ს ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, FIBA-ს შესაბამისი ორგანოები დისციპლინარული სასჯელის ზომას განსაზღვრავენ“.

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „GEORGIA + + + + THETY THE + +“-(ი)ს გამოსახულება