საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი ჩატარა და შინაურ კედლებში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა დამატებით დროში თურქეთის ნაკრებს 88:83 მოუგო.

მატჩის დასაწყისი თურქების იყო. სტუმრებმა პირველი მეოთხედი მოიგეს (25:19) და მეორე მეოთხედში 10 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმც სწორედ აქ ათამაშდა საქართველო და თურქებს 14:0 გაექცა. შედეგად ჩვენებმა ტაიმი მოიგეს – 36:33.

საქართველო 6-8 ქულით მუდმივად წინ იყო, მაგრამ 7 წუთით ადრე თურქებმა გაათანაბრეს – 55:55. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში მიდის. მოედანზე ნერვიულობამაც იმატა და ერთმანეთთან გაწევ-გამოწევისთვის დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი მოედნიდან გააძევეს…

თამაშის დამთავრებამდე 2 წამით ადრე მამუკელაშვილი გამთანაბრებელ ბურთს აგდებს. დამატებითი დრო – ჯერ ერთი და მერე მეორე, რომლის დასრულებამდე 21 წამით ადრე 3 ქულას ვიგებთ.

თურქები ტექნიკურ ჯარიმას იღებენ, ამას მათი მწვრთნელი ატამანის დასჯაც მოჰყვა, რომელმაც ეპიდოდი ემოციურად გააპროტესტა და მოედნიდან აძევებენ. საქართველომ 5-დან 4 ჯარიმა ჩააგდო და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

ჩვენივე ჯგუფში ჩერნოგორიელებმა 91:81 ბულგარეთს მოუგეს, ხოლო ბელგიამ სენსაციურად ესპანეთი დაამარცხა – 83:73.

ახლა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: ესპანეთი, თურქეთი, ჩერნოგორიას და ბელგია 2 მოგებითა და 1 მარცხით არიან, საქართველოს 1 მოგება და ორი წაგება აქვს, ხოლო ბულგარეთი სამივე მატჩში დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სწორედ ბულგარეთთან, 6 სექტემბერს გამართავს.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, დაკავებულია სპორტით და შენობაში-(ი)ს გამოსახულება