უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდანრე 18 და 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონაზე, 18-წლამდელებს შორის ერთადგილიანი კანოეთი 500 მეტრიან დისტანციაზე რუსთაველმა ალექსანდრე წივიწივაძემ პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო.
ფინალურ რბოლში ქართველი სპორტსმენი თავიდან ორ მეტოქეს ჩამორჩა, მაგრამ ბოლო, ასმეტრიან მონაკვეთზე სისწრაფეს უმატა და ორივე უკან მოიტოვა.