ელიგის 24-ე ტურში ლიდერებმა „ბათუმმა“ და „დინამომ“ დიდი ანგარიშებით დაამარცხეს მეტოქეები და მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა.
„თელავი,“ რომელიც „თელავს“ არ ჰგავდა
ზღვისპირელებმა შინ „თელავს“ 4:0 მოუგეს. მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო. თელაველებმა კი ალბათ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარეს. აშკარად არ იყო მათი დღე.
ბათუმელთაგან გიორგი ფანცულაიას გამოვარჩევდით, რომელიც დამთავრებამდე 20 წუთით ადრე გამოჩნდა მინდორზე და ორ საგოლე პასს ბოლოს გოლიც მიაყოლა.
გაბედავას მე-100
„დინამოს,“ ცხადია, აუტსაიდერი „ლოკომოტივის“ დამარცხება არ გასჭირვებია. დუბლი მიითვალეს ულად-ომარ იმრანმა და სტანისლავ ბილენკიმ. უკრაინელი ფორვარდისთვის ეს მეორე ორგოლა გახლდათ სეზონში (პირველი მე-19 ტურში „ტორპედოსთან“ 25 მაისს მოახერხა). ნიდერლანდელი შუახაზელისთვის კი – პირველი. ჯამში მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებმა 25 დუბლი შეასრულეს.
ბოლო, მეხუთე ბურთი გიორგი გაბედავამ შეაგდო, რომელიც მისთვის მე-100 აღმოჩნდა ერონულ ჩემპიონატებში.
„ტორპედო“ ევროზონას უახლოვდება
„ტორპედომ“ ბოლო 5 შეხვერდაში მეოთხედ გაიმარჯვვა და ევროზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. კახა ჩხეტიანის დაბრუნება აშკარად მოუხდათ ქუთათურებს. „სამგურალთან“ იმერული დერბი ერთგვარ თრილერს დაემსგავსა. სტუმარი წყალტუბოელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ნომინალურმა „მასპინძლებმა“ (თამაში ზესტაფონში გაიმართა) იძალეს. გამარჯვებისა ლევან მჭედლიძემ 93-ე წუთზე გაიტანა.
სხვა
„დილამ“ ნავსი გატეხა და მიჯრით ოთხწაგებიანი სერია შეწყვიტა. „საბურთალოს“ 3:0 მოუგო. თბილისელებმა კი ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგეს და მათი კრიზისი აშკარაა.
ცხრილიოს ქვედა ნაწილში ფლეი-აუტის კანდიდატებმა, „სიონმა“ და „გაგრამ“ ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს.
დინამო 5:0 ლოკომოტივი
1:0, 2:0 იმრანი (17, 31), 3:0, 4:0 ბილენკი (35, 39), 5:0 გაბედავა (83)
დილა 3:0 საბურთალო
1:0 სანტოსი (5), 2:0 ჩიტეიშვილი (55), 3:0 კაპანაძე (72)
ტორპედო 3:2 სამგურალი ზესტაფონში
0:1 რუხაძე (12), 1:1 მანჯგალაძე (45+1), 1:2 პატარკაციშვილი (75), 2:2 ახვლედიანი (90), 3:2 მჭედლიძე (90+3)
სიონი 0:0 გაგრა
ბათუმი 4:0 თელავი
1:0 ვაწაძე (39), 2:0 ბიძინაშვილი (69), 3:0 ჯიღაური (72), 4:0 ფანცულაია (90+1)
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 11, სტანისლავ ბილენკი (დინამო) – 9, ირაკლი რუხაძე (სამგურალი), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი/ ნაპოლი – იტალია), ვაგნერ გონსალვეში (დილა/ შკენდია – ჩრდ. მაკედონია) – 8