„ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი, ჩემი აზრით „ნაპოლიმ“ გააკეთა, ვგულისხმობ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას ნეაპოლიტანურ კლუბში, ნამდვილად კარგი არჩევანი იყო”, – თქვა ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ბლოგერმა ჯალუკა დი მარციომ… და რას მოაყოლა მან ამბავი ??? აი, რას: იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ ხვიჩა კვარცხელია სერია A-ს აგვიტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა !!!
გამოკითხვა „ლეჩესთან“ შუა კვირის მატჩამდე ჩატარდა. ჩვენიანმა შემტევმა საერთო ხმების 87 პროცენტი მიიღო და გვარიანად უკან მოიტოვა უახლოესი მდევრები – სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი, პიერ კალულუ და ნემანია რადონიჩი.
„AIC-ში რეგისტრირებულმა კოლეგებმა, აგვისტოს საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელეს. შეფასება სამი მატჩის მიხედვით მოხდა. 67% კვარაცხელიამ აიღო, რომელსაც მილინკოვიჩ-სავიჩი („ინტერთან“ ფენომენალური მატჩის შემდეგ) კალულუ (ასევე დიდებული თამაშით) და სხვები მოსდევენ. მათ რიგებში, ასევე, ჩემპიონატის სიურპრიზი – ნემანია რადონიჩიცაა”, – წერს იტალიური პრესა.