დღეს ფაბიან რუისი პარიზს გაეშურა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „პარი სენ ჟერმენთან” 2027 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. 26 წლის ესპანელი წელიწადში ხელზე 5 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლის” მის სანაცვლოდ 23 მილიონი ჩაერიცხება, ოღონდ ბონუსებიანად, ანუ ბოლოს, ჯამში. ანდალუსიელმა ნეაპოლში ოთხი წელიწადი გაატარა, სადაც ტექნიკურად და ტაქტიკურად გაიზარდა.

რუისის „პარკ დე პრენსზე” ჩასვლა პარიზელებს 28 წლის არგენტინელის ლეანდრო დანიელ პარედესის გასაყიდად უხსნის ხელ-ფეხს. პარედესის შეძენა „იუვენტუსს” უნდა, თუმცა თავის მხრივ ტურინელებს საამისოდ რაბიოს ან არტურის გაყიდვა სჭირდებათ.

და ბოლოს, ფაბიან რუისის პარიზში გადასვლა არავითარ კავშირში არ არის კეილორ ნავასის ნეაპოლში შესაძლო გადაბარგებასთან. ვეტერან მეკარესა და პსჟ-ს შორის გრძელდება ფინანსური დავა კომპენსაციასთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში „ნაპოლის” მხოლოდ ერთი რამ დარჩენია, დაელოდოს სანამ ვითარება გაირკვევა.

Fabián Ruiz of Napoli during a training session on August 05, 2022 in Castel di Sangro, Italy.