The most exciting moment of the night came when the Uruguayan leaned out of the box next to Layhoon while the public address system warmed up his triumphant exit.  The scene did not disappoint„ვალენსიამ” წააგო, მაგრამ „მესტალია” ზეიმობდა — „ღამურებმა” 2024 წლამდე ედინსონ კავანი შეიძინეს. „ატლეტიკოსთან” დამარცხება გულსატკენი იყო,  გულშემატკივარი ტრიბუნებს მსაჯზე გაბრაზებული ტოვებდა, მაგრამ შინ იმედის განცდაც მიჰყვებოდა — მიმდინარე სეზონმა მათ შესაძლოა დიდი სიამოვნება მიანიჭოთ, რადგან დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი შეიძინეს. „მესტალიასა” და კავანის შორის მხურვალე ურთიერთობა იმ წუთიდან ჩამოყალიბდა, როდესაც ურუგვაელი ვალენსიის აეროპორტში დაეშვა. ფანებს „კავანიმანია” ჯერ კიდევ მაშინ შეეყარათ, როდესაც დონ მარიო ალბერტო კემპესთან დიდი ბოდიში და „ახალ მატადორი” სათამაშო შორტებშიც კი არ ჰყავდათ ნანახი.

დილის თერთმეტ საათზე, სანამ მატადორის თვითმფრინავი მანისესში დაეშვებოდა, საკლუბო მაღაზიაში უკვე მივიდა პირველი ფანი, რომელმაც ზურგზე კავანის გვარის დაწერა მოითხოვა. და ეს მეორდებოდა მთელი შუადღის განმავლობაში. „კავანი, კავანის” ყვირილი ფანებმა გუნდის ავტობუსის დანახვისთანავე დაიწყეს. ეს იყო სრული ილუზია.

ბევრი კლუბის ოფისის პარკინგთან მთელი დღე იდგა და ელოდა. მათ ეგონათ, რომ ურუგვაელი თავის ავტომობილს იქ დააყენებდა. ედნისონი საღამოს ათს რომ ხუთი წუთი აკლდა სტადიონზე გვერდითა შესასვლელიდან შევიდა, იქიდან, საიდანაც პრეზიდენტი ლაიჰონ ჩანი შედის ხოლმე. მეც SUPER-ის რედაქციის დავალებით სწორედ აქ ველოდი. ურუგვაელმა ჩვენი გაზეთის მკითხველი მოიკითხა და კლუბის მიერ გამოყოფილი დაცვის წევრებთან ერთად კიბეს აუყვა. ხალხი მას ცნობდა და ყვიროდა: „კავანი!”.

ყველაზე ემოციური მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც ურუგვაელი ლოჟაში ლაიჰუნთან ერთად შევიდა და სტადიონზე მისი გამოჩენა ტრიუმფალურად გამოაცხადეს. ამ სცენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „მესტალია” ფეხზე წამოდგა და თავის ახალ თავდამსხმელს ოვაცია მოუწყო, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილმა ელ მატადორმა ხალხს მადლობა გადაუხადა. მას ქარი თმას უფრიალებდა და სახე ღიმილით ჰქონდა დაფარული. კავანიმ გულშემატკივარს ტაში დაუბრუნა.

შემდეგი უნდა იყოს გოლები. ურუგვაელი მხსნელად ჩამოვიდა.

ანდრეს გარსია