23-ე ტურმა ორი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და სატურნირო ცხრილშიც რაღაც-რაღაცეები შეიცვალა.
პირველი მოულოდნელობა
ერთი მოულოდნელობა საგურამოში მოხდა, სადაც განწირულმა აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ ლიდერ „ბათუმს“ ქულები დააკარგვინა. ეგ კი არა, „რკინიგზელებმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ძებნიაურის თერთმეტმეტრტიანით გახსნეს ანგარიში. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, და გათანაბრება მხოლოდ 86-ე წუთზე შეძლეს. გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ეს მისთვის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში, ისევე, როგორც ძებნიაურისთვის.
ამგვარად, „ბათუმმა“ მიჯრით 6-მოგებიანი სერია შეწყვიტა. ჯამში კი ზღვისპირელებს 20 შეხვედრაა აღარ წაუგიათ.
მეორე მოულოდნელობა
მეორე მოულოდნელობა კი გორში მოხდა, სადაც „დილამ“ „სიონთან“ წააგო – 1:2. გორელები ევროზონისთვის იბრძვიან, ბოლნისელები კი ელიტაში დასარჩენად და ცხადია დამთმობი არცერთი იყო. ბოლნისელები უფრო იღბლიანები აღმოჩდნენ და მოიგეს კიდეც… „დილას“ კრიზისი კი უკვე აშკარაა. მათ უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგეს, თუმცა ისევ მეოთხე ადგილზე რჩებიან.
საინტერესოა, რომ გამარჯვების ბურთი 32 წლის ფრანგმა ლეგიონერმა, გი გნაბუიუმ შეაგდო, რომელმაც მიმდინარე სეზონი მეორელიგელ „გარეჯში“ დაიწყო.
„დინამო“ ლაგდება?
„დინამომ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ახლა ლიდერ „ბათუმს“ უკვე 7 ქულით ჩამოორჩება. თუ იმასაც გავითვალსწინებთ, რომ მე-4 წრის შეხვედრა დინამოელებს ზღვისპირელებთან თბილისში ელით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საჩემპიონო ბრძოლა კიდევ არა-ერთ ინტრიგას შემოგვთავზებს.
ამჯერად კი გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გორში, ნომინალურ მასპინძელს, „საბურთალოს“ 2:1 მოუგეს.
„საბურთალო“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და მეხუთე ადგილი „ტორპედოს“ დაუთმო, რომელიც სამმოგებიანი სერიის შემდეგ „თელავს“ დაუზავდა – 1:1.
ვერ მოიგო ევროზონის კიდევ ერთმა კანდიდატმა – „სამგურალმა.“ წყალტუბოელები „გაგრას“ მე-13 წუთისთვის უკვე 2:0 უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ფრეს დასჯერდნენ – 2:2.
დილა 1:2 სიონი
1:0 ბატიუშინი (25), 1:1 ფოცხვერია (49 პენ), 1:2 გნაბუიუ (56)
საბურთალო 1:2 დინამო (გორში)
0:1 კამარა (20), 0:2 იმრანი (26), 1:2 გოჩოლეიშვილი (32)
სამგურალი 2:2 გაგრა
1:0 ჯერალდო (7), 2:0 ახვლედიანი (13), 2:1 შონია (20), 2:2 გვიშიანი (77)
ლოკომოტივი 1:1 ბათუმი
1:0 ძებნიაური (52 პენ), 1:1 ფანცულაია (86)
თელავი 1:1 ტორპედო
0:1 ქიმაძე (4), 1:1 მონტეირო (55 საკ. კარში)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 35 | 23 | 8 | 4 | 71:28 | 77 |
ბათუმი | 35 | 23 | 7 | 5 | 85:32 | 76 |
სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55:41 | 57 |
დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45:35 | 56 |
ტორპედო | 35 | 15 | 8 | 12 | 46:46 | 53 |
საბურთალო | 35 | 13 | 8 | 14 | 51:48 | 47 |
თელავი | 35 | 7 | 17 | 13 | 28:36 | 36 |
გაგრა | 35 | 9 | 9 | 17 | 35:55 | 36 |
სიონი | 35 | 7 | 12 | 16 | 33:58 | 33 |
ლოკომოტივი | 35 | 1 | 5 | 29 | 26:96 | 8 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 11, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი/ ნაპოლი იტალია), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 8, უსმანე კამარა, სტანისლავ ბილენკი (ორივე – დინამო), ნიკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 7