„რა საოცრად წავიდა,” — ეუბნება გაოგნებული გრაფი სეგედი მუშნი ზარანდიას, როდესაც რესტორანში მათ პირდაპირ მაგიდასთან მჯდომ დათა თუთაშხიას ფაშფაშა ქალი ჩაუვლის და აბრაგი ამით ისარგებლებს, გაიპარება. ნეტავ რამდენი რეპეტიცია და დუბლი დასჭირდათ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს, მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს ეს ეფექტური კადრი რომ გამოსვლოდათ. ლაპარაკია ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას” ცნობილ ეკრანიზაციაზე.

„რომას” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ იმავე ეფექტს პირველივე ცდიდან, ასე ვთქვათ ცოცხლად მიაღწია. ეს „იუვენტუსისა” და „რომას” შაბათის შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე მოხდა. კერძოდ რა იყო და როგორ, ქვემოთ ხედავთ.

„იუვენტუსმა” და „რომამ” 1:1 ითამაშეს.