სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ.
ჩვენების „ნაპოლი“ და „კოპენჰაგენი“, რომელთა ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია და დავით ხოჭოლავა იცავენ, ლამის სიკვდილის ჯგუფებში მოხვდნენ: ნაპოლი A ჯგუფში მოხვდა „აიაქსთან“, „ლივერპულთან“ და „რეინჯერსთან“ ერთად ითამაშებს, „კოპენჰაგენს“ კი პეპ „მანჩესტერ სიტი“, „სევილია“ და „დორტმუნდი“ ერგო.
საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ შემადგენლობაში თავის ყოფილ კლუბს, „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ამავე ჯგუფშია „ინტერიც“ – ეს კი ნამდვილი სიკვდილის ჯგუფია.
A ჯგუფი – აიაქსი, ლივერპული, ნაპოლი, რეინჯერსი
B ჯგუფი – პორტუ, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ბრიუგე
C ჯგუფი – ბაიერნი, ბარსელონა, ინტერი, პლზენი
D ჯგუფი – აინტრახტი, ტოტენჰემი, სპორტინგი, მარსელი
E ჯგუფი – მილანი, ჩელსი, ზალცბურგი, დინამო (ზაგრები)
F ჯგუფი – რეალი, ლაიპციგი, შახტარი, სელტიკი
G ჯგუფი – მანჩესტერ სიტი, სევილია, დორტმუნდი, კოპენჰაგენი
H ჯგუფი – პარი სენ-ჟერმენი, იუვენტუსი, ბენფიკა, მაკაბი (ჰაიფა)
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 6-7 სექტემბერს გაიმართება.