დღეს, სტამბოლში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება.
წლეულს, გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ, ხოლო ჩვენი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე.
უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად ნომინირებული არიან: ქარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა, კევინ დე ბრუინი.
მწვრთნელთა შორის: იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი, პეპ გვარდიოლა.
საუკეთესონი ამაღამ გამოვლინდებიან, იქამდე კი დავით კაკაბაძის სამეულები:
- ბენზემა 2. დე ბრუინი 3. ლევანდოვსკი…
- კლოპი 2. გვარდიოლა 3. ანჩელოტი…