შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო და ჩვენებმა – 77:66 იმარჯვეს.

საქართველომ კალათბურთი სულ ოთხი წუთი ითამაშა – მესამე მეოთხედის დასაწყისში, როდესაც 16:0 „გაქცევა“ მოაწყო. სხვა მომენტებში თამაში არ მიგვდიოდა: ცუდი შეტევა, ბევრი შეცდომა, უზუსტო სროლები. არ ჩანდა კომბინაციური თამაში. ბედად, ვერც სტუმრები ყოჩაღობდნენ.

პირველი და მეორე მეოთხედები, შესაბამისად კი ტაიმიც ფრედ – 35:35 მორჩა.

აი, შესვენების შემდეგ იყო ის 16-ქულიანი გაქცევა, რასაც ცუდი ამბავი მოჰყვა – თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. პირველადი დათვალიერებით მხარი აქვს ამოვარდნილი, რაც ევრობასკეტის გამოტოვებას ნიშნავს…

შენგელიას გარეშე კი… სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, ანგარიშიც გათანაბრდა. თუმც, ბოლოს ისევ თად მაკფადენის დრო დადგა – ჩვენს ამერიკელს სროლები წაუვიდა და პასებიც ჩამოარიგა, რამაც საქართველო გამარჯვებამდე მიიყვანა.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი და ადამიანები სპორტით არიან დაკავებული-(ი)ს გამოსახულება