„რეალის“ ნახევარმცველი, კაზემირო, ემოციურად დაემშვიდობა მადრიდულ კლუბს.
„როცა 2013-ში „რეალში“ მოვედი, ვთქვი, რომ ყველაფერს გავიღებდი კლუბისთვის. ასეც მოხდა, უამრავი ჯილდო მოვიგე და ახლა ვალმოხდილი მივდივარ მანჩესტერში.
ყოველთვის ძნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, აგენტს ვუთხარი, რომ „რეალში“ ჩემი კარიერა დასრულებული იყო. შვებულების შემდეგ ზუსტად ასეთივე განწყობა მქონდა.
ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მადრიდულ კლუბთან ერთად დიდი ისტორია შევქმენი. მეუღლემაც დამიჭირა მხარი გადაწყვეტილებაში.
ძნელი იყო ფლორენტინო პერესთან საუბარი, მაგრამ პატიოსნება ჩემი მთავარი ფასეულობაა და პატიოსნად დაველაპარაკე მას. ახლა ახალ გამოწვევებს ვეძებ. მინდა ახალ კულტურას ვეზიარო და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დავეხმარო ტიტულების მოგებაში,“ – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Mundo Deportivo.
სხვათა შორის, დამშვიდობებისას ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ კაზემიროც, მისი მეუღლეც და შვილიც ტიროდნენ.