Acropolis tickets and court chairs at a bargain price - Sportish„აკროპოლისის თასი“ საბერძნეთმა მოიგო!

ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძლებმა თურქები დაამარცხეს. კოსტას ანტეტენკუმპოს შესანიშნავი თამაშით ბერძნებმა პირველი მეოთხედი 22:15 მოიგეს. თურქები დროულად გამოფხიზლდნენ – იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილ მასპინძლებს (ზურგის ტრავმა) სტუმრებმა 3 წამიან ზონაში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და შესვენებაზე 43:42 დაწინაურებულები გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე თურქებმა საკუთარი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ერთერთ სადავო ეპიზოდში თურქეთის მთავარი მწვრთნელი ერჯინ ატამანი ძალიან გაბრაზდა და მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც მეორე ტექნიკური დაიმსახურა და მოედნიდან მიაბრძანეს. ის კი გასვლას არ აპირებდა – თამაში გაჩერდა და ყველა ატამანის გასვლას ელოდა, თურქი კი პრინციპულად ადგილს არ იცვლიდა.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, ბურთი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაკონფლიქტი მას შემდეგ ამოიწურა, როდესაც საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი მივიდა პირდადად ატამანთან და თხოვა იქნებ საშუალება მიეცა თამაშის გაგრძელების. ერჯინი გასახდელში მაინც არ გავიდა, თუმცა ტრიბუნაზე გადაინაცვლა და იქიდან უყურა მატჩს.

ამ მოვლენამ ნეგატიური გავლენა იქონია თურქეთის ნაკრებზე – სტუმრები სამი მეოთხედის შემდეგ 6 ქულას იგებდნენ, თუმცა დასკვნით პერიოდში გაბრაზებეულმა ბერძნებმა დორსის, პაპანიკოლაუს და სლუკასის ბრწყინვალე თამაშით 26:11 იმარჯვეს და ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს.

 

აკროპოლისის თასზე მეორე ადგილი დაიკავა პოლონეთის ნაკრებმა, რომელმაც მიხალაკის 22 ქულის წყალობით 87:76 მოუგო საქართველოს.

მესამეზე გავიდნენ საჩემპიონო ამბიციის მქონე თურქები, ხოლო ბოლო ადგილი საქართველოს ერგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი საბერძნეთში ჩატარებულ ტურნირზე სამივე მატჩში დამარცხდა.

საქართველო – თურქეთი 88:101

საქართველო – საბერძნეთი 67:88

საქართველო – პოლონეთი 76:87

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აგრძელებს მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის და ევრობასკეთისთვის. ჩვენებს მომდევნო შეხვედრა თბილისში, ნიდერლანდებთან 24 აგვისტოს აქვთ, შემდეგ იტალიაში და 1 სექტემბერს უკვე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა ზედიზედ 8 ამხანაგური მატჩი წააგო.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება