Brazil boss Tite hits back at Kylian Mbappe with brutal 'Azerbaijan' jibe  ahead of the Worldბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გამონათქვამს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი მატჩები უფრო რთულია, ვიდრე სამხრეთ ამერიკისა.

„მგონია, რომ მბაპე ერთა ლიგის, ან ამხანაგური მატჩების შესახებ საუბრობს და არა მონდიალის შესარჩევ შეხვედრებზე. დიდი პატივსიცემის მიუხედავად, ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი და ისეთი გუნდები, რომლებთანაც შეიძლება დაისვენო. ჩვენთან ყველა თამაში ომია. სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლი გაცილებით რთულია ევროპულზე,“ – ამბობს ტიტე.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება ყატარში.