„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებიან და „რეალის“ ხელმძღვანელებს ესაუბრებიან. საქმე ის არის, რომ მანკუნიანელებს ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს გადაბირება მოუსურვებიათ, მას შემდეგ, რაც ბარსელონადან ფრენკი დე იონგი ვერ დაიმატეს. მოლაპარაკების დეტალები ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის კაზემირო ბრაზილიური „სან-პაულუს“ აღზრდილია. „რეალში“ კი 2013 წლის იანვრიდან თამაშობს. ხოლო ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერმა“ პრემიერლიგა ზედიზედ ორი წაგებით და უსახური თამაშით დაიწყო, საყრდენ ზონაშიც აშკარა პრობლემები ჩანს.