„ბარსელონას“ შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, „ჩელსის“ გერმანელი დამრიგებლის, ტომას ტუხელის ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზანი ყოფილა. კატალონიური კლუბი წინააღმდეგი არ არის გაბონელი გაყიდოს, თუ რომელიმე კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის. “არსიტოკრატები“ ფასის დაკლებას ითხოვენ, თუმცა ბარსელონელთა გაჯიუტების შემთხვევაში, შესაძლოა, დათანხმდნენ კიდეც ამ თანხის გადახდას.
თავის მხრივ, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, ობამეიანგის გაშვებას არ აპირებს და პრიმერას პირველ ტურშიც ათამაშა „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ (0:0). თუმცა, მხოლოდ 8 წუთს.
თუ მოლაპარაკება გართულდა, ლონდონელბმა შეიძლება გარიგებაში ესპანელი მცველი, მარკოს ალონსოც ჩართონ.
33 წლის ობამეიანგი ფრანგულ ქალაქ ლავალში დაიბადა და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია. თუმცა შემდეგ გაბონის ეროვნულ გუნდში გამოსვლა არჩია. მამამისი საფრანგეთში ჩასული გაბონელია, დედა კი – ესპანელი.