Potrebbe essere un'immagine raffigurante 1 persona e testoერთი ქარველიც იტალიურ სერია A-ში. 23 წლის მცველი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა.

ლუკა თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, ავსტრიულ კლუბში კი 2020 წლიდან თამაშობდა, სადაც 69 მატჩი ჩაატარა. იყო ასევე სლოვაკურ „ჟილინაში“, კიევის „დინამოსა“ და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ეროვნულ გუნდში კი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2021 სექტემბრში ითამაშა ესპანეთთან და ბულგარეთთან  ამხანაგურ მატჩებში.

სხვათა შორის, ლოჩოშვილთან ერთად „კრემონეზემ“ „ლაციოდან“ გადაიბირა არგენტინელი ნახევარმცველი გონსალო ესკალანტე, ვისაც წლების წინ თბილისის „დინამოში“ შეიძლებოდა ეთამაშა…

„კრემონეზე“ სერია A-ში წლეულს აღზევდა და სეზონს 14 აგვისტოს, „ფიორენტინასთან“ გასვლითი მატჩით დაიწებს.

 

 

წილი
წინა სტატიახუთოსანი „რეალი“
შემდეგი სტატიალაპორტას თამაშები
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...