„ნაპოლიმ” „ესპანიოლთან” 0:0 ითამაშა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც ამხანაგობისა არაფერი ეტყობოდა, რადგან ხშირი იყო უხეშობა, განსაკუთრებით ბარსელონური გუნდის მხრიდან. ნეაპოლელთაგან გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენსა და ერვინგ ლოსანოს შეეძლოთ.
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პროტოკოლი დაარღვია და ლუჩანო სპალეტისთან სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ერთ ეპიზოდში ის თანამსაჯთან მივიდა და რაღაცის მტკიცება დაუწყო. ტაიმის ბოლოს მსაჯსაც შეჰკადრა ჭკუის დარიგება. პროტესტებს გამოთქვამდა და ხელმძღვანელობდა დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლიც.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში ერთი თვალსაჩინო მომენტი ჰქონდა და მას ქვემოთ ხედავთ.