საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უნგრეთთან მეორე თამაშიც წააგო.
მადიარებისა და ილიას ზუროსის გუნდის დღევანდელი თამაში დახურული იყო, მაგრამ უნგრული მედიის ცნობით, შეხვედრა მასპინძლებმა 78:75 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედში 24:20 იმარჯვა, შემდეგ კი ყველა პერიოდი დათმო. განსაკუთრებით ცუდად გვხვდება თვალში მეორე პერიოდის ანგარიში – 10 წუთში ჩვენებმა მხოლოდ 8 ქულა მიითვალეს. მეტს ამ თამაშზე ვერაფერს გეტყვით… მწვრთნელებისთვის კი სასარგებლო მატჩი უნდა ყოფილიყო…
P.S. უნგრული ვებგვერდების გარდა იმავე ანგარიშს წერს FIBA-ს ვებგვერდიც, ხოლო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სტანდარტული, 4 პერიოდის შემდეგ, ისე რომ ფრე არ დაფიქსირებულა, გუნდებმა დამატებითი დრო – 5 წუთი ითამაშეს. 75:78 წაგების შემდეგ, „ოვერტაიმში“ გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვიდა – 81:80.
