ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა რუმინეთი 2.5:1.5 დაამარცხა.
პარტია მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა მოიგო, ხოლო ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე ყაიმს დასჯერდნენ.
საქართველოს ნაკრებს უკრაინელთა და სომხების დარად 12 ქულა აქვს და 2-4 ადგილებს იყოფს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით ორივე გუნდს ჩამორჩება. ლიდერი კი, ინდოეთის ნაკრებია, რომელსაც 14 ქულა აქვს.
მერვე ტურში ჩვენები სომხებს ეთამაშებიან, ხოლო ინდოეთი და უკრაინა ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ. ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს ვაჟებმა და 52-ე ადგილზე ჩაინაცვლეს. ჩვენი გუნდი ამჯერად მოლდოვასთან დამარცხდა – 1.5:2.5. ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მწედლიშვილმა და ლევან ფანცულაია მეტოქეებს დაუზავდნენ, ხოლო თამაზ გელაშვილი დამარცხდა. მომდევნო ტურში საქართველო ვენესუელას შეხვდება.