ქალთა ევრო 2022-ის მოგების კვალად, ინგლისის ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციისგან 65,5 ათასი ევრო მიიღო.
საფეხბურთო მასშტაბით, ეს საკმაოდ დაბალი ციფრია. მაგალითისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, დაახლოებით ამდენს დღეში გამოიმუშავებს… კვირაში კი მისი შემოსავალი 458 ათასი ევროა.
ასევე საინტერესოა, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის, ინგლისის კაცთა ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ 300 ათასი ევრო მიიღო.