No description available.კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ ახლოს იყო შემდეგ ეტაპზე გასვლასთან, მაგრამ ბოლოს მაინც ქართული სენი ჩაერთო საქმეში და დედაქალაქელები ევროტურნირს მიღმა დარჩნენ.
„საბურთალოს“ შინ, „სტიაუასთან“ 1:0 ჰქონდა მოგებული და ამ ანგარიშით ტაიმის ბოლოს ჩამორჩა.
შესვენების შემდეგ, რუმინულმა გუნდმა მეორეც რომ მიაყოლა, თითქოს საქმე უიმედოდ იყო, თუმცა ლაშა ნოზაძის შეგირდებიდან ჯერ გურამ გოშთელიანმა თავით შეაგდო, შემდეგ კი იური ტაბატაძემ.
თამაშის დამთავრებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი. საბურთალოელები ვერც ემოციას მოერივნენ და ვერც გამოუცდელობას – „სტიაუამ“ 2:2-ზე კიდევ ორი გოლი გაიტანა – 4:2.
ბათუმის „დინამომ“ შინაც ვერ მოუგო პოლონურ „ლეხს“ – 1:1.
არადა, პოლონელები თითქოს უმოტივაციოდ უნდა ყოფილიყვნენ, რადგან შინ 5:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს. ბათუმელები იგებდნენ – საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა უხნესმა მათე ვაწაძემ გაიტანა. თუმცა ჟერვინსკის გოლით ლეხმა გაათანაბრა.
ასე დარჩა ივლისის ბოლოს საქართველო ევროტურნირების გარეშე…