„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, იაპონურ „გამბა ოსაკასთან“ ამხანაგურ მატჩში (6:2) ისევ „მოიგონა“ თერთმეტმეტრიანი, რომელიც თავადვე შეასრულა.
შედეგად, კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამან 30 წლის ბრაზილიელი აღაშფოთა და სოც.ქსელში ბრაზიანი გზავნილი გამოაცხო: „მზად ვარ ასეთი კრიტიკისთვის, მაგრამ არ ვაპირებ ისეთ ადამიანებთან კამათს, ვინც სისულელეებს ლაპარაკობს.
13 წლის შემდეგ მაკრიტიკებენ. საკმაო ხანს ვიყავი ჩუმად. რაღაცეებს მეც არ ვეთანხმები და მაშინ ავლაპარაკდები. ყველა ქმედებას რეაქცია მოჰყვება.
რაც გინდათ ილაპარაკეთ, მაგრამ ზოგჯერ იმასაც დაუგდეთ ყური, რისი მოსმენაც არ გინდათ“, – წერს ნეიმარი.