მას შემდეგ, რაც კრისტიან ერიკსენმა `მანჩესტერ იუნაიტედთან~ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ქომაგების აზრი ორად გაიყო. ტვიტერში ბევრი პოსტებია.
ზოგი ამბობს კარგად მოიქცა `ბრენტფორდიდან~ რომ წამოვიდა, იქ მისი ადგილი არ იყოო… მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც აკრიტიკებენ: ღმერთმა გადაარჩინა, მან კი ეშმაკებს მიჰყიდა სულიო. აქ იგულისხმება მისი შარშანდელი გულის ოპერაცია და მანჩესტრელთა მეტსახელი – ეშმაკები.
მანამდე კი დანიელი ვარსკვლავი წვიმიანი მანჩესტერის ქუჩებში მოსეირნე დალანდეს.