Jules Kounde of Sevilla FC slides for the ball during the UEFA Europa League Final between Seville and FC Internazionale at RheinEnergieStadion on...ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა.

კუნდემ საკვირველი ვიზიტი იმით ახსნა, რომ მაშინ, როდესაც „სევილია” შეკრებაზე მუხლჩაუხრელად ვარჯიშობს, მისი მხრიდან ესპანეთში დარჩენა და განმარტოებით ძუნძული პროფესიონალის საქციელი არ იქნებოდა.

„სევილიას” კი სურს ფრანგი „ჩელსის” რაც შეიძლება მალე მიჰყიდოს. საქმე ის არის, რომ მცველს თვალი „ბარსელონამ” დაადგა, ხოლო „ბარსელონა” სევილიელთათვის ლა ლიგაში კონკურენტია. სხვა სიტყვით, კუნდეს „ბარსაში” გაყიდვა კონკურენტის გაძლიერება გამოვა. გარდა ამისა, „ჩელსის” ფული ხელთ აქვს, „ბლაუგრანამ” კი ჯერაც უნდა შეაგროვოს.

ამბობენ, რომ „სევილია” კუნდეს შემცვლელს უკვე დაეძებს, ასე რომ, სავარაუდოდ, მცველის „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლას მაინც არაფერი ემუქრება.