კიევის „დინამომ” და „ფენერბაჰჩემ” ჩემპიონთა ლიგაში 0:0 ითამაშეს. შეხვედრის წინ თურქულმა კლუბმა უკრაინულს სოლიდარობა გამოუცხადა. ის მოედანზე გამწკრივდა მაისურით, რომელსაც ეწერა „შეწყდეს ომი” (STOP WAR). ეს გახლდათ კიევის გუნდის პირველი ოფიციალური თამაში დეკემბრის შემდეგ. 24 თებერვალს უკრაინას რუსეთი დაესხა თავს და მას მერე „დინამომ” მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში შეძლო მონაწილეობა.
კიეველთა და სტამბოლელთა შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ლოძში ჩატარდა, რომელიც ომის პერიოდში დინამოელთა ბინად ითვლება. საპასუხო თამაში თურქეთში, „ულქერზე” უნდა გაიმართოს, რომელსაც სპონსორის გამო „შუქრუ სარაჩოღლუ” ჰქვია.
კიევის „დინამოს” რუმინელი თავკაცი მირჩა ლუჩესკუ ბედნიერია, რომ მის გუნდს როგორც იქნა ოფიციალური შეჯიბრება ეღირსა. ლუჩესკუ ვაჟკაცი კაცია, რომელმაც ომის პირველ დღეებში, როდესაც რუსეთი გამალებით უტევდა კიევს, განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქიდან ფეხს არ მოიცვლის.
აპრილში კიეველმა შეფებმა გუნდი ბუქარესტში გაგზავნეს, სადაც სამშვიდობო-ამხანაგური თამაშები გაიმართა. საინტერესოა, რომ ლუჩესკუმ მას მერე რამდენიმე შეთავაზებაზე თქვა უარი, მათ შორის უარით გაისტუმრა წუხანდელი მეტოქე „ფენერბაჰჩე”, რომელმაც საბოლოოდ გუნდი პორტუგალიელ ჟორჟე ჟესუსს ანდო.
„ფეხბურთი ყველა ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია. ის მნიშვნელოვანი იყო პანდემიის დროს და მნიშვნელოვანია ახლაც ცხოვრებისეული მოტივაციისთვის. ჩვენ შესაძლოა ოფიციალური შეხვედრა დიდი ხანია არ ჩაგვიტარებია და რაც უფრო ადრე აღდგება უკრაინის ჩემპიონატი მით უკეთესი, მაგრამ 21 ამხანაგური თამაშიდან 18 მოვიგეთ”, — თქვა ლუჩესკუმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
სიახლეები06/09/2026 | 08:18ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა!
