„რომა“ უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხდებს პაულო დიბალასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

28 წლის არგენტინელი რომაელებთან ხელშეკრულებას 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს. კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. ყოფილი იუვენტუსელის ხელფასი დედაქალაქურ კლუბში წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება, პლუს 1,5 მილიონი ბონუსის სახით.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 ივლისს დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

დიბალას მისვლის შემდეგ „რომა“ სერია A-ს ოთხეულის გუნდი იქნებაო, – წერს იტალიური პრესა.

Dybala, la Roma è calda: Mourinho lo vuole

წილი
წინა სტატიააგერ, პასპორტი
შემდეგი სტატიანაპოლის ახალი ჯოვანი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.