„ბარსელონას” მწვრთნელი ჩავი გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ შეუერთდება. ფეხბურთელები უკვე მაიამიში არიან. მათ იქ ოთხი ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართონ.

ჩავის აშშ-ში შესვლა იმიტომ დაბრკოლდა, რომ ის გარკვეულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, ირანში ნამყოფ ადამიანებს ამერიკის საზღვრის გადაკვეთისთვის თურმე საგანგებო ნებართვა სჭირდებათ, ჩავის კი ყატარის „ალ სადში” მუშაობის დროს უწევდა ირანში ჩასვლა.

AS წერს, რომ გუნდს ჩამორჩენილი მწვრთნელი მაიამიში ბარსელონადან პირდაპირი რეისით ჩაფრინდება. მას უკვე ყველა საბუთი ხელთ აქვს.

დაახლოებით იმავე დროს ჩაფრინდება აშშ-ში პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკიც, რომელმაც „ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა, მაგრამ „მაიამისთან” პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მოასწრებს