ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა დელეგაციამ საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა…
81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მედალი კი აიღო, მაგრამ მისგან ყოველთვის მეტს ველით.
ჩვენებურმა მოლოდველი ნიკონ ზაბოროსკიუ და თურქმენი დაიანჩ ომიროვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა ფრანგ ალფა დიალოსთან წააგო და რეპშაჟში გადაინაცვლა. იქ ტატო ჩვეულად გამოიყურებოდა – აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევსა და გილერმე შმიდტს სძლია და ბრინჯაოც დაიმსახურა.
ცხადია, მეტს ველით ლაშა შავდათუაშვილისგანაც (73), ვინაც გერმანელ ანტონ ზინგის კი მოუგო, მაგრამ ბრაზილიელ პედრო მდეირესთან წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. ამავე წონაში გიორგი ტერაშვილი მონღოლ ანხზაია ლავარჯალთან პირველივე წრეში დამარცხდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ზაგრებში უკვე სამი მედალი აქვს – გუშინ გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაო აიღო, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა – ვერცხლი.
May be an image of 3 people, people standing and indoor
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება