Leo Messi warms up during the training of Paris Saint-Germain on July 05, 2022 in Paris, France.ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობის სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, ლეო მესიმ „პარი სენ ჟერმენში” შესანიშნავი პირველი სეზონი ჩაატარა, მაგრამ მისავე გასულ წლებს თუ შევადარებთ, რაღაც ვერ იყო ძველებურად.

პარიზულ კლუბს მიაჩნია, რომ ამის გამოსწორება შეიძლება. მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ფიზიკური პრობლემები დაძლია, წინ კი დიდი სტიმული – მსოფლიოს ჩემპიონატია… ესე იგი მესი შეიძლება ძველებურად აფეთქდეს.

„მარკას” ცნობით პსჟ გუშინ დაუკავშირდა არგენტინელს და კონტრაქტის განახლება შესთავაზა. მესის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა ერთ წელიწადში გაუდის, პარიზელებს კი მსოფლიო ფეხბურთის დიდ ვარსკვლავთან თანამშრომლობის გახანგრძლივება უნდათ.

საქმე მარტო ბურთაობა არ არის. გასულ სეზონში მესიმ „პარი სენ ჟერმენს” ათი ახალი სპონსორული ხელშეკრულება მოუტანა ანუ სადაც მესია, ფულიც იქ არის. კლუბის წლიური შემოსავალი 13%-ით გაიზარდა.

მესის მხარე ჯერჯერობით პასუხს არ ჩქარობს. არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონატს ელოდება და გადაწყვეტილებას შემდეგ მიხედვით მიიღებს. ეტყობა ლეოს შემდგომი კარიერა ძალიან იქნება დამოკიდებული იმაზე, გახდება არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი თუ ვერა.