ლა ლიგამ გამოაცხადა, რომ 2022-23 წლების სეზონის ბოლოს დიდი ხნის სპონსორთან, „ბანკო სანტანდერთან” თანამშრომლობას წყვეტს. ესპანური საბანკო სისტემის გიგანტი ლიგის მთავარი სპონსორი 2016-17 წლების სეზონიდან გახლდათ. მანამდე სპონსორულ უფლებებს მადრიდსა და ბილბაოდან მოქმედი საფინანსო კომპანია BBVA ფლობდა.
და აი, დადგა ცვლილებების დრო. ორივე მხარემ გამოაცხადა, რომ სპონსორულ სტრატეგიას ცვლის და 2023-24 წლების სეზონიდან უპირატესობას სხვა მიმართულებებს მიანიჭებს.
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „ბანკო სანტანდერს” მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ სეზონის დაწყებამდე მომდევნო სპონსორის ვინაობას დაასახელებს.