სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები გუნდების გასახდელიდან დაიწყება.
„ეს ამბავი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. ნოემბერში თუ მიიღებენ ძალაში, მსოფლიოზე გასახდელიდან იექნება რეპორტაჟები“, – ამბობენ ფიფას წარმომადგენლები.
ცხადია, გასახდელებში ვიდეოგადაღების დაწყება-დამთავრების საკითხი მწვრთნელებთან იქნება შეთანხმებული და რა თქმა უნდა, ტაქტიკური გარჩევა-დავალების მიცემისას კამერები გაითიშება. ფიფას სურს, რომ გულშემატკივრები უფრო დააახლოვოს ფეხბურთელებთან.
სიახლე იქნება ისიც, რომ თამაშგარე მდგომარეობას ნახევრადავტომატური სისტემა დააფიქსირებს. 12 სპეციალური კამერა სტადიონის სახურავის ქვეშ დამონტაჟდება. VAR-ის ოთახში მყოფი მსაჯები მიიღებენ შეტყობინებას, რომ ფეხბურთელი თამაშგარეშია.