ბუენოს აირესის ლეგენდარული სტადიონიდან, რომელსაც „ლა ბომბონერა” ჰქვია, შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა. როგორც ჩანს ნაგებობა სავალალო დღეშია.
„ლა ბომბონერა” არგენტინის 34-გზის ჩემპიონ „ბოკა ხუნიორსს” ეკუთვნის. ჩანაწერში, რომელმაც სოციალური ქსელების მეშვეობით მთელი მსოფლიო მოიარა, ჩანს, რომ სტადიონზე გვარიანი ნაპრალი გაჩნდა. ნაპრალი მაღალ ტრიბუნაზეა, რომელზეც ტრადიციულად „ბოკა ხუნიორსის” გულშემატკივრები იკრიბებიან. საქმე იმდენად ცუდად არის, რომ კონსტრუქციის ნაწილი ადამიანის წონაზეც კი ქანაობს.
ვიდეო „ბოკასა” და „ბრაზილიური „კორინთიანსის” შეხვედრის დროს არის გადაღებული. „ლა ბომბონერას” ოფიციალურად „ალბერტო ხოსე არმანდოს სტადიონი” ჰქვია. ის 1940 წელს აშენდა, რეკონსტრუქცია კი 1996 წელს ჩაუტარდა.