გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სეზონისწინა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა. „ღამურების” ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ექვსი მეტოქე შეარჩია. ბოლო სპარინგ-პარტნიორი, ვისაც იტალიელი თამაშზე შეუთანხმდა გახლავთ შვეიცარიული „სენტ გალენი”, რომელსაც 20 ივლისს გოსაუში, „ბუხენვალდის” სტადიონზე შეხვდება.
მატჩების განრიგი ასეთია: „დორტმუნდი” (18 ივლისი), „სენტ გალენი” (20 ივლისი), „შტუტგარტი” (23 ივლისი), „ნოტინგემ ფორესტი” (30 ივლისი), „კასტელონი” (3 აგვისტო) და „ატალანტა” (6 აგვისტო).
ბოლო შეხვედრა, „ატალანტასთან”, „ტროფეუ ტარონჯას” თასზე გაიმართება. ეს გახლავთ ყოველწლიური არაოფიციალური შეხვედრა ან ტურნირი, რომელსაც „ვალენსია” მასპინძლობს. ტურნირს „ტროფეუ ტარონჯა” ვალენსიურად ჰქვია, ესპანურად კი მისი სახელწოდება არის „ტროფეო ნარანხაა”.