May be an image of one or more people, people standing and indoorკალათბურთში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. ბოლო მატჩი რიგაში გაიმართა, სადაც უკრაინის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა.

ლატვიის დედაქალაქში დაძაბული მატჩი გამოდგა და ესპანელებმა ნომინალურ მასპინძლებს 77:76 მოუგეს. შედეგად ყველაფერი დალაგდა. გაირკვა ის, თუ როგორი ბალანსით გადავიდნენ გუნდები მეორე ეტაპზე, ვინ ვის, სად და როდის შეხვდება. ცხადია, ჩვენ უფრო საქართველოს ნაკრები გვაინტერესებს…

ილიას ზუროსის გუნდი მეორე ეტაპზეც ექვსგუნდიან ჯგუფში იასპარეზებს, სადაც გუნდებს ერთმანეთში ნათამაშები ქულები გაჰყვებათ. სატურნირო ცხრილს გათამაშების დაწყებამდე ასეთი სახე ექნება:

ესპანეთი, იტალია და ისლანდია – 7 (3 მოგება, 1 წაგება) ქულა; საქართველო – 6 (2-2); უკრაინა – 5 (1-3); ნიდერლანდები – 4 (0:4).

ჯგუფიდან სამი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან ესპანეთი, საქართველო და უკრაინა. ასევე იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები.

კალანდარი კი ასე დალაგდა:

შეიძლება იყოს 6 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

2022 წელი. 24 აგვისტო ესპანეთი-ისლანდია; საქართველო-ნიდერლანდები; უკრაინა-იტალია;

27 აგვისტო ნიდერლანდები-ესპანეთი; იტალია-საქართველო; ისლანდია-უკრაინა;

11 ნოემბერი ისლანდია-საქართველო; იტალია-ესპანეთი; ნიდერლანდები-უკრაინა;

14 ნოემბერი ესპანეთი-ნიდერლანდები; საქართველო-იტალია; უკრაინა-ისლანდია; 2023 წელი

2023 წელი. 23 თებერვალი ნიდერლანდები-საქართველო; ისლანდია-ესპანეთი; იტალია-უკრაინა;

26 თებერვალი საქართველო-ისლანდია; უკრაინა-ნიდერლანდები; ესპანეთი-იტალია.